ჩვენ შესახებ

პროდუქციის წარმოების მიზანი, წარმოიშვა 2001 წელს. თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ,როგორც კომპანია ჩამოყალიბდა 2014 წელს და ეწოდა ,,MK,, კომპანიის  დამფუძნებელმა  სათუთად შემოინახა საგვარეულო რეცეპტი წინაპრისგან მიღებული. კომპანიის მიზანია გახდეს ერთე-ერთი ლიდერი ბაზარზე , ცხოვრების ჯანსაღი წესის , საქონელთა წარმოებასა და წინსვლაში.

,,MK,,-ს აქვს ყველასთვის უსაფრთხო პროდუქტები, რომელიც დამზადდა ნატურალარული და ბუნებრივი ნედლეულისაგან, პროდუქტის ყველა სერიას გავლილი აქვს ტესტირება ტოქსიკურობასა და ალერგიულობაზე. პროდუქციის გამოცდა ჩატარდა შ.პ.ს.ნორმა-ს ტესტირების ლაბორატოპიაში (NGAC-TL-009.16.12.2013-16.12.2017) გამოცდის ოქმი N305-45-189,305-45-191,03.06.2014 წ.(სსტისო/იეკ 17050-1:2006) რატომ ,,MK,,-პროდუქტი? ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის ნატურალური  ნივთიერებები, რომელსაც ვიყენებთ საკვებად.

კომპანია გთავაზობთ მაღალ ხარისხიან პროდუქტებს, რომლებსაც შეუძლია მაქსიმალურად უზრუნველყონ კანის გალამაზება და გაჯამრთელება.

ჩვენი ასორტიმენტი მუდმივად განიცდის სრულყოფას და გაფართოებას. ,,MK,, ცნობილი გახდება ხარისხით და უნიკალური შედეგებით. პროდუქცია, რომელიც მრავალი წელი ბნელ იდუმალებაში იყო მალე გახდება ცნობილი და მოიხმარს დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი,

ვინაიდან ის მოემსახურება არა მარტო სილამაზეს არამედ კანის ჯამრთელობას და უჯრედების აღდგენას.

კომპანიის საქმიანობას საფუძვლად უდევს ადამიანთა ჯამრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. კომპანიის დევიზია ,,გალამაზდი გაალამაზე , მიეცი მიმართულება,,

კომპანიის მისია

კომპანია ,,MK,,-ის მთავარი მიზანია ადამიანის სულისა და სხეულის სილამაზე, რომლისკენაც მივისწრაფვით ჩვენი პროდუქტებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის კონცეფციის საშუალებით ,რომელიც გვთავაზობს მრავალ-ფეროვან პროდუქტებს და სასარგებლოს. ხელ – მისაწვდომი იქნება ყველასთვის.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ სილამაზე ჩვენს შიგნით და ჩვენს ირგვლივ ჩვენი ცხოვრების წესის პირდაპირი შედეგია და ამიტომ ვთვლით – თუ დავიწყებთ საკუთარი თავიდან, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გარდავქმნათ გარემომცველი სამყარო და სრულად დავტკბეთ მისი სიმდიდრითა და მრავალ ფეროვნებით .

ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი არჩევანი აქტიური დღეგრძელობის სასარგებლოდ, სიხარულით უზიარებენ სხვებს თავიანთ აღმოჩენებს.ასე მონაწილეობს თითოეული ჩვენთაგანი ჰარმონიისა და სილამაზის შექმნაში.

კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი  მ . კაცია